ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 42 619 ადამიანს დაუდგინდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 42 619 ადამიანს დაუდგინდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 42 619 ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 1 220 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1,7 მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 69 184-ს შეადგენს.

ბრაზილია კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.