ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 21 138 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 287 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 21 138 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 287 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 21 138 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 287 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია„კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 335 ათასზე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 173 120 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.