ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 69 105 შემთხვევა გამოვლინდა, 2 914 ინფიცირებული გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 69 105 შემთხვევა გამოვლინდა, 2 914 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 2 914 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 69 105 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 14,24 მილიონი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 386 416 შეადგინა.