ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1204 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1204 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 1 204 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია კორონავირუსის 3,5 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს, საერთო ჯამში, 112 304 პაციენტი ემსხვერპლა.