ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 058 ადამიანი დაინფიცირდა, 863 პაციენტი კი გარდაიცვალა

10:58, 30.09.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 32 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 863 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 142 921 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მსგავსი