ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 629 ადამიანი დაინფიცირდა, 510 პაციენტი კი გარდაიცვალა

10:57, 29.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 629 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 510 პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 5.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 158 456 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი