ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 910 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 910 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში კორონავირუსით ერთ დღეში რეკორდული ოდენობის, 1 910 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე კი ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 1 726 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილია 60 ათასამდე ახალი შემთხვევა. სულ კი, აღრიცხულია 10.6 მილიონი ინფიცირებული, მათგან ვირუსს ემსხვერპლა 260 ათასამდე პაციენტი.