ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1179 ადამიანი გარდაიცვალა

10:36, 20.05.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1179 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში ბრაზილიაში კოვიდ-19-ს 17 971 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტსა და ქვეყნის 27 შტატის გუბერნატორებს შორის დავა მიმდინარეობს. ბრაზილიის ლიდერი „კოვიდ-19“-ს გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, გუბერნატორები კი კარანტინი რეჟიმის შენარჩუნებას ემხრობიან.

მსგავსი