ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 186 შემთხვევა გამოვლინდა

07:44, 14.04.2021

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 3 808 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 82 186 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენეობით მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 13,6 მილიონი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 358 425 შეადგინა.

მსგავსი