ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 67 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა, 67 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყანას 2 227 514 ინფიცირებული ჰყავს. მათგან დღემდე 1.5 მილიონი პაციენტი განიკურნა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 1284 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 82 771-ს მიაღწია.