ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 715 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 62 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსს ბოლო 24 საათში 1 386 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში, პანდემიის გავრცელების შემდეგ, აღრიცხულია 10 257 875 შემთხვევა. ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 250 ათასამდე პაციენტისთვის.
ქვეყანა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს სიკვდილიანობის მაჩვენებლით.