ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 649 შემთხვევა გამოვლინდა, 1 194 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 649 შემთხვევა გამოვლინდა, 1 194 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 55 649 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 1 194 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 7.6 მილიონზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში გარდაიცვალა 193 875 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.