ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 906 შემთხვევა დაფიქსირდა

02:37, 07.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 41 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის გასული ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 819 პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 147 494 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი