ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:51, 23.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 33 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 497 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 300 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 155 900 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მსგავსი