ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 100 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 100 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 31 100 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19-ის ექვსი მილიონ 118 ათასზე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 170 115 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.