ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:24, 30.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 26 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 513 პაციენტი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 5,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 158 969 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი