ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 047 შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 047 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა „კოვიდ19“-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა – დაავადება 20 047 ადამიანს დაუდგინეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 1 188 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 310 087 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 18 508-ს შეადგენს.