ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 632 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 632 ადამიანი.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსით დაინფიცირდა 2 მილიონ 118 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 80 000-ზე მეტი პაციენტი.
ბრაზილია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.