ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 263 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 157 397 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.