ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 310 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 310 ადამიანი

ბრაზილიაში კორონავირუსის 10 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 310 პაციენტი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ოთხი მილიონ 147 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული აღრიცხეს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 126 960-ს შეადგენს.

ბრაზილია ინფიცირებულთა რიცხვით ამაჟამად მესამე ადგილზეა. მეორე გახლავთ ინდოეთი, ხოლო პირველ ადგილზე რჩება აშშ.