ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 50 434 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 755 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 50 434 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 755 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 50 434 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 755 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 6 მილიონ 487 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 175 270 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.