ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 863 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 698 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 863 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 698 პაციენტი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 49 863 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 698 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 6 მილიონ 436 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 174 515 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.