ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 25 012 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 201 ინფიცირებული

03:07, 11.11.2020

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 012 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 201 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა, აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 162 829 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი