ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 298 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 298 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 298 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 212 ადამიანი.

სულ, ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ 19“-ის 3 მილიონ 456 ათასზე მეტი შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 111 100-ს შეადგენს.

ბრზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის ადრეული ნიშნები იმისა, რომ „კოვიდ 19“-ის გავრცელების ტემპი ნელდება.

უწყების ცნობით, ვირუსის გავრცელების ტემპის კლებაზე მიუთითებს დაავადების გადაცემის მაჩვენებლის შემცირება, ასევე ინფიცირებისა და გარდაცვლილთა ყოველკვირეული მაჩვენებლის ანალიზის შედეგები.

„გარკვეულწილად, ეს არის ტენდენცია, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მაჩვენებლებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში, რათა დავინახოთ მოხდება თუ არა მნიშველოვანი კლება“, – განაცხადა ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა არნალდო მედეიროსმა.