ბრაზილიასა და მექსიკაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
ბრაზილიასა და მექსიკაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიასა და მექსიკაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდინფექციას 881 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 400 შეადგინა. შედეგად ბრაზილია მსოფლიოში ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილზეა.

ბრაზილიაში სულ აღრიცხულია ახალი კორონავირუსის 177 589 შემთხვევა.

მექსიკაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1997 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 353 ადამიანი.

დატოვე კომენტარი