ბრაზილიამ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ნეიმარი პელეს რეკორდს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 26:2.
* ბრაზილია ზედიზედ 15 მატჩია არ მარცხდება – 12 მოგება, სამი ფრე.
* ნეიმარს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 22 შედეგიანი მოქმედება აქვს – 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა.
* ნეიმარმა 75-ე გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრებში და პელეს აბსოლუტურ რეკორდამდე ორი გოლი აკლია.
* ნეიმარი მესამე ფეხბურთელია სამხრეთამერიკულ ფეხბურთში, ვინც ეროვნულ გუნდში 75 გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს პელემ და ლიონელ მესიმ.
ბრაზილია-ტუნისი 5:1
გოლები: 1:0 რაფინია (11), 1:1 ტალბი (18), 2:1 რიშარლისონი (19), 3:1 ნეიმარი (29-პენ), 4:1 რაფინია (40), 5:1 პედრო (74)
ბრაზილია: ალისონი, დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი (78. როჟერი), ტელესი (65. ლოდი), კაზემირო, ფრედი (79. როდრიგო), ლუკას პაკეტა (46. ვინისიუსი), ნეიმარი, რიშარლისონი (46. პედრო), რაფინია (65. ანტონი).