ბრაზილიამ სერბეთი რიშარლისონის დუბლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრაზილიამ სერბეთი რიშარლისონის დუბლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა კატარი 2022-ზე პირველი შეხვედრა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ბრაზილიელები მატჩის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სერბეთის კარს ხშირად უტევდნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

 

მეორე ტაიმი ბრაზილიელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მათი შეტევებიც სულ უფრო მწვავე ხდებოდა. ნეიმარის იერიშს 62-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმა მოჰყვა, რომელიც სერბეთის მეკარემ მოიგერია, მაგრამ რიშარლისონი საჭირო ადგილზე გაჩნდა და ბრაზილია წინ გაიყვანა – 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ ბრაზილია კიდევ უფრო სახიფათო გახდა. 73-ე წუთზე თავი ისევ რიშარლისონმა გამოიჩინა, ვინისიუსის პასი მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლად აქცია და დუბლი შეასრულა – 2:0.

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანმა ნაკრებმა მატჩის სადავეები ბოლომდე ხელთ იგდო, არაერთი უმწვავესი შეტევა განახორციელა და მესამე გაშვებული გოლისგან სერბეთის ნაკრები ძელმა იხსნა. დამატებულ შვიდ წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა, ბრაზილიამ კი კატარი 2022-ზე პირველი გამარჯვება შთამეჭდავი თამაშით მოიპოვა.

G ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 14:00 შვეიცარია-კამერუნი 1:0
I ტური 24.11.2022 23:00 ბრაზილია-სერბეთი 2:0
II ტური 28.11.2022 14:00 კამერუნი-სერბეთი :
II ტური 28.11.2022 20:00 ბრაზილია-შვეიცარია :
III ტური 02.12.2022 23:00 სერბეთი-შვეიცარია :
III ტური 02.12.2022 23:00 კამერუნი-ბრაზილია :

 

G ჯგუფი
1 ბრაზილია 1 1 0 0 2-0 3
2 შვეიცარია 1 1 0 0 1-0 3
3 კამერუნი 1 0 0 1 0-1 0
4 სერბეთი 1 0 0 1 0-2 0