ბრაზილიამ სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირზე: 7 სექტემბერს პენტაკამპეონები შინ მიიღებენ ეკვადორს, 11 სექტემბერს კი სტუმრად ითამაშებენ პარაგვაისთან.
ბრაზილიელთა დამრიგებელმა დორივალ ჟუნიორმა მომავალი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ბენტუ (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);
მცველები – დანილო (იუვენტუსი, იტალია), იან კოუტუ (დორტმუნდი, გერმანია), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვენდელი (პორტუ, პორტუგალია), ლუკას ბერალდო (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);
ნახევარმცველები – ანდრე (ფლუმინენსე), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ჟერსონი (ფლამენგო), ჟოაო გომეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი);
ფორვარდები – ენდრიკი (რეალი, ესპანეთი), ესტევაო (პალმეირასი), ლუის ენრიკე (ბოტაფოგო), პედრო (ფლამენგო), სავინიო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი).
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სასტარტო ექვს ტურში ბრაზილიამ მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვა და ცხრილში მეექვსე ადგილზეა.