ბრაზილიამ ოქტომბრის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ოქტომბერში სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაგრძელდება. ბრაზილიის ნაკრებმა ფერნანდო დინიზის ხელმძღვანელობით მეორე და მესამე ტურებისთვის შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუკას პერი (ბოტაფოგო);
მცველები – დანილო, ბრემერი (ორივე – იუვენტუსი, იტალია), კაიო ენრიკე, ვანდერსონი (ორივე – მონაკო, საფრანგეთი), რენან ლოდი (მარსელი, საფრანგეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), ნინო მოტა (ფლუმინენსე);
ნახევარმცველები – ანდრე ნეტო (ფლუმინენსე), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ჟერსონ სანტოსი (ფლამენგო), რაფაელ ვეიგა (პალმეირსი);
ფორვარდები – ნეიმარი (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), როდრიგო, ვინისიუსი (ორივე – რეალი, ესპანეთი), გაბრიელ ჟესუსი (არსენალი, ბრაზილია), რიშარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), მატეუშ კუნია (ვულვერჰემპტონი, ინგლისი).
ბრაზილიის ნაკრები 13 ოქტომბერს შინ მიიღებს ვენესუელას, 18 ოქტომბერს კი სტუმრად შეხვდება ურუგვაის.