ბრაზილიამ ნოემბერის ამხანაგურებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მთავარ მწვრთნელ ტიტეს ხელმძღვანელობით 23 ფეხბურთელი გამოიძახა არგენტინასთან (11 ნოემბერი) და სამხრეთ კორეასთან (19 ნოემბერი) ამხანაგური მატჩებისთვის. სიაში არ არის „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, რომელიც კვლავ ტრავმირებულია.
ბრაზილიელთა გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დანიელ ფუზატო (რომა, იტალია);
მცველები – ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი), დანილო (იუვენტუსი, იტალია), ემერსონი (ბეტისი, ესპანეთი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი);
ნახევარმცველები – არტური (ბარსელონა, ესპანეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი, გერმანია);
ფორვარდები – დავიდ ნერეში (აიაქსი, ჰოლანდია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი).