ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
საბოლოო სიაში სამი ფეხბურთელია ბრაზილიის ჩემპიონატიდან, ხოლო 20 ფეხბურთელი ლეგიონერია. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს „მანჩესტერ სიტის“ – ოთხი მოთამაშე.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:
მეკარეები – ალისონი (“რომა”, იტალია), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), კასიო (“კორინთიანსი”);
მცველები – დანილო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ფაგნერი (“კორინთიანსი”), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ფილიპე ლუიში (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიაგო სილვა, მარკინიოსი (ორივე – პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), პედრო ჟერომელი (“გრემიო”);
ნახევარმცველები – კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პაულინიო, ფილიპე კოუტინიო (ორივე – “ბარსელონა”, ესპანეთი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), რენატო აუგუსტო (“ბეიჟინგ გოანი”, ჩინეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი);
ფორვარდები – დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”, იტალია), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), ტაისონი (“შახტარი”, უკრაინა), გაბრიელ ჟესუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი).