ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სექტემბერში სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იწყება. ბრაზილიის ნაკრებმა, ფერნანდო დინიზის ხელმძღვანელობით, პირველი ორი ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ბენტო (ატლეტიკო პარანაენსე);
მცველები – რენან ლოდი (მარსელი, საფრანგეთი), კაიო ენრიკე, ვანდერსონი (ორივე – მონაკო), დანილო (იუვენტუსი, იტალია), როჟერ იბანიესი (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნინო მოტა (ფლუმინენსე);
ნახევარმცველები – ანდრე (ფლუმინენსე), ბრუნო გიმარაეში, ჟოელინტონი (ორივე – ნიუკასლი, ინგლისი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაფაელ ვეიგა (პალმეირსი);
ფორვარდები – ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), როდრიგო, ვინისიუსი (ორივე – რეალი, ესპანეთი), რიშარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი), ნეიმარი (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), მატეუშ კუნია (ვულვერჰემპტონი, ინგლისი).
პირველ ტურში ბრაზილიის ნაკრები 8 სექტემბერს შინ მიიღებს ბოლივიას, 12 სექტემბერს კი სტუმრად შეხვდება პერუს. ბრაზილიელებისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ.