ბრაზილიის ნაკრებმა 2019 წლის კოპა ამერიკასთვის მზადების ციკლში, მარტში ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. წელს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა პირველი მეტოქე პანამის ნაკრები იქნება, რის შემდეგაც ტიტეს გუნდი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პანამასთან მატჩი 23 მარტს, პორტუში დრაგაოს სტადიონზე გაიმართება. ჩეხეთთან მატჩის თარიღია – 26 მარტი, ჩატარების ადგილი – პრაღა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, კოპა ამერიკა ბრაზილიაში გაიმართება.