ბრაზილია „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
ბრაზილია „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ბრაზილიამ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, ბრაზილია ახლა „კოვიდ-19“-ის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთს უსწრებს და ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ბრაზილიაში კოვიდ-19-ის 330 890 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 21 048-ს აღწევს.