ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთსა და იტალიას გადაასწრო
ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთსა და იტალიას გადაასწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა აშშ-ის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 14 919 შემთხვევა. ამგვარად, ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 233 142 შეადგინა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 816 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 15 633 შეადგინა.