17 ივნისი. როსტოვი. სტადიონი “როსტოვ-არენა“. დასაწყისი – 22:00 საათი
მსაჯი: სესარ რამოსი (მექსიკა)
მეოთხე სათამაშო დღე პირველი ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩით დაიხურება. ეს არის ფიფა-ს რეიტინგის მეორე და მეექვსე ქვეყნების დაპირისპირება. შვეიცარიას ასეთი მაღალი ადგილი იმის გამო აქვს, რომ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, შესარჩევში კი 30 შესაძლებლიდან 27 ქულა აიღო. მიუხედავად ამისა, მაინც მოუწია პლეი ოფის თამაში და ჩემპიონატზე ამ გზით გასვლა.
და მაინც, შვეიცარია აუთსაიდერი იქნება, რადგან მის წინააღმდეგ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი – ბრაზილია.
ბრაზილიელთა თავკაცმა ტიტემ სერიოზულად შეცვალა გუნდის თამაში. პენტაკამპეონები ძალიან საიმედონი არიან დაცვაში და თითქმის არ უშვებენ ბურთებს, წინ კი ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან – ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო, გაბრიელ ჟესუსი.
ურთიერთშეხვედრები
ბოლოჯერ შვეიცარიამ და ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ კიდევ 1950 წელს ითამაშეს და ის მატჩი 2:2 დასრულდა. მათი ბოლო შეხვედრა კი 2013 წლით თარიღდება, როცა ამხანაგური მატჩი შვეიცარიამ მოიგო – 1:0.
საინტერესო ფაქტები
– ბრაზილიას 20-დან 16 სასტარტო მატჩი აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე.
– ბრაზილია 11 მატჩია არ მარცხდება (+8=3), ბოლო 21 მატჩში კი მხოლოდ ერთი წააგო (+17=3-1).
– შვეიცარიას ბოლო 17 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+14+2-1). ამ შეხვედრებში გუნდმა მხოლოდ 8 გოლი გაუშვა.
– ბრაზილიამ ბოლოჯერ ევროპულ გუნდთან 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე წააგო. მას შემდეგ, ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვა.
– ბრაზილიას ზედიზედ 5 მატჩია გოლი არ გაუშვია.
– ბრაზილია 11 მატჩია პირველ ტაიმში გოლს არ უშვებს.
– სამხრეთ ამერიკის შესარჩევში ბრაზილია ყველაზე ხშირად კარგავდა ბურთს საკუთარ ნახევარზე – 17-ჯერ მატჩში.
– გრანიტ ჯაკამ ყველაზე მეტი პასი შეასრულა ევროპის შესარჩევ ტურნიში – 987 (876 – ზუსტი).
– შვეიცარიის ნაკრები აბსოლუტური ლიდერია ევროპაში ცენტრიდან შეტევების შემდეგ გატანილი გოლებით – 13 ბურთი საკვალიფიკაციოში.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ტიტე (ბრაზილია):
„სამუშაო, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და ჩვენთვის სიმშვიდე მოაქვს. ძალიან მახარებს თამაშის დონე, რომელსაც აქამდე ვაჩვენებდით. იმედია, ზეწოლის ქვეშაც იგივეს გაკეთებას შევძლებთ.
ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია):
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ავიღოთ. ჩვენი მაქსიმუმი კი მოგებაა”.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-3-3): ალისონი – დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო – კაზემირო, პაულინიო, ფილიპე კოუტინიო – ვილიანი, გაბრიელ ჟესუსი, ნეიმარი.
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი – ლიხტშტაინერი, სხარი, აკანჯი, როდრიგესი – ბეჰრამი, ჯაკა – შაქირი, ჯემაილი, ცუბერი – სეფეროვიჩი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!