ბრატისლავაში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
ბრატისლავაში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სლოვაკეთის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა. როგორც „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ.

„სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა „როიტერთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც ეჭირათ და სკანდირებდნენ: „საკმარისია რუსეთი”. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რამდენიმე კვირის წინ რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია.

ორგანიზატორების თქმით, აქციას 15 000 ადამიანი ესწრებოდა.