ბრატისლავაში აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსი გააპროტესტეს
ბრატისლავაში აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსი გააპროტესტეს

ბრატისლავაში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსით უკმაყოფილო ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ.

საპროტესტო აქცია სლოვაკეთის საზოგადოებრივმა ინიციატივამ, „მშვიდობა უკრაინისთვის“ მოაწყო. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, რობერტ ფიცოს მთავრობა რუსეთისთვის ხელსაყრელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება სლოვაკეთისა და ევროკავშირის ინტერესებს.

ბრატისლავაში, თავისუფლების მოედანზე აქცია საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალით დაიწყო.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურასი ბლანარი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.