ბრაის მიჩელმა ფლოიდ მეივეზერი გამოიძახა
ბრაის მიჩელმა ფლოიდ მეივეზერი გამოიძახა

ბრაის მიჩელი შერეული ორთაბრძოლების კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელმაც ცნობილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი საბრძოლველად გამოიძახა.

არკანზასელი მებრძოლის თქმით მან კრივში თავისი ბოლო ბრძოლა 10 წლის წინ გამართა. ამჯერად კი მიჩელს ლეგენდარულ მოკრივესთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ ბრაისმა არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა.

„მე მსურს ბრძოლა ფლოიდ მეივეზერთან გავმართო. როგორც გავიგე, მას შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელთან სურს კრივის რინგზე ასვლა. მან ასევე თქვა, რომ შერეული ორთაბრძოლები მხოლოდ თეთრკანიანებისთვის არის. მე მას სიამოვნებით ვასწავლიდი ჭკუას და შევებრძოლებოდი. მე მჯერა, რომ მისი დამარცხება შემიძლია. ფლოიდს ალბათ ჰგონია, რომ მე მისი მეშინია, მე კი გეტყვით რომ ის იბრძვის, როგორც ნამდვილი მეძავი. რინგზე ის გარბის, ბევრს მოძრაობს და ქულების აღებით ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. მე კი როდესაც ოქტაგონზე შევდივარ მოწინააღმდეგის განადგურებაზე ვფიქრობ.“

მიუხედავად იმისა, რომ ბრაის მიჩელს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 12 მოგება და არც ერთი მარცხი აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა მიიღოს.