ბრაიან ორტეგამ კორეელი „ზომბი“ დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა დაისაკუთრა
აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე აბსოლუტური საბრძოოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართა. მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში ჩან სუნ ჯუნგს ანუ „კორეელ ზომბისა“ და ბრაიან ორტეგას შორის ჩატარდა.
მექსიკელი საგრძნობ უპირატესობას მთელი ბრძოლის განმალობაში ფლობდა. საბოლოოდ, მსაჯებმა ორტეგას გამარჯვება ერთსულოვნად დააფიქსირეს (50-45, 50-45 და 50-45). აღნიშნულმა ორთაბრძოლამ დიდი ალბათობით, ჩემპიონის, ალექს ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე გამოავლინა.
ჯესიკა ანდრადემ კეტლინ ჩუკაგიანი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ჯიმი კრუტმა ასევე ნოკაუტით სძლია ლიტველ მოდესტას ბუკაუსკასს.
ჯეიმს კრაუსმა კლაუდიო სილვას მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით სძლია (30-27, 30-27 და 30-27).
ჯონათან მარტინეზმა ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ტომას ალმეიდას.
გილიან რობერტსონმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ამჯერად, მან პოლიანა ბოტელიოს სძლია.
ჯუნ იონგ პარკმა ჯონ ფილიპსი დაამარცხა.
ფარეს ზიამიმ ჯეიმი მულარკის მოუგო.
მაქსიმ გრიშინმა ბრძოლა გაჯიმურატ ანტიგულოვზე უკეთ ჩაატარა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
საიდ ნურმაგომედოვმა ასევე ნოკაუტით სძლია მარკ სტრიგლს.