ბრაიან ორტეგა ტრავმის გამო „კორეელ ზომბის“ ვერ დაუპირისპირდება
ბრაიან ორტეგა ტრავმის გამო „კორეელ ზომბის“ ვერ დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) 21 დეკემბრის მთავარი ბრძოლა ნახევრად მსუბუქ დივიზიონში ბრაიან ორტეგასა და ჩან სუნგ იუნგს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი აღნიშნული ბრძოლა არ შედგება.

მექსიკელმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე რამდენიმე საათის წინ პოსტი გამოაქვეყნა. ორტეგას თქმით მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და აქტიურ სპორტს მინიმუმ 2-3 თვით ჩამოშორდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ორტეგას სეულის საბრძოლო ღამეზე. ოპონენტის პოვნა საკმაოდ რთული იქნება, რადგან 21 დეკემბრამდე 16 დღე არის დარჩენილი.

 

View this post on Instagram

 

2020

A post shared by Brian Ortega (@briantcity) on