ბრაიან ჰაბანა კარიერას "ტოპ 14"-ის სეზონის ბოლოს დაამთავრებს
16:30, 26.04.2018
სამხრეთ აფირკის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ლეგენდარული ბრაიან ჰაბანა სარაგბო კარიერას საფრანგეთის “ტოპ 14”-ის სეზონის დასრულებისთანავე დაამთავრებს –
“დამშვიდობების დრო მოვიდა, ასე რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ და მადლობას ვეტყვი როგორც ჩემს გულშემატკივრებს, ასევე თამაშს, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს” – დაწერა ჰაბანამ საკუთარ instagram-ზე.
ჰაბანას პროფესიონალური კარიერა იოჰანესბურგის “ლაიონზში” 2003/4 წლებში დაიწყო. იგი 2005 წლის სეზონიდან “ბულზში” გადავიდა, სადაც უმაღლეს დონეზე ათამაშდა.
მორაგბემ თავი განსაკუთრებული სისწრაფით და საოცარი ინდივიდუალური ლელოებით დაგვამახსოვრა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მან 124 მატჩი ჩაატარა და 67 ლელო დადო.
34 წლის ჰაბანა წლის საუკეთესო მორაგბე 2007 წელს გახდა, ამავე სეზონში სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასი მოიგო.
კარიერის მანძილზე მან უამრავი საკლუბო და სანაკრებო ტიტული მოიპოვა – ორჯერ გახდა “ზე რაგბის” გამარჯვებული (2007, 2009), მოიგო “სამი ერი” და ორჯერ მოიპოვა “ქარის თასი” (სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი).
ჰაბანა ფრანგულ “ტულონში” 2013 წელს გადავიდა და 2014 წელს კლუბთან ერთად “ტოპ 14”-ი მოიგო. “ტულონთან” ერთან მან “ჰეინიკენის თასი” და ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიპოვა (2014, 2015).