ბოსტონის ლეგენდა ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)
15:29, 27.04.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოსტონის ლეგენდამ 16-წლიანი სპორტული კარიერა სელტიკსში გაატარა.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრ დიდ სპორტსმენს არ ჰქონია ისეთი კარიერა, როგორიც ჯონს. ის იყო ენ სი ეი ეის (NCAA) ჩემპიონი ოჰაიოს შტატიდან, რომელსაც ზედმეტსახელად ჰონდოს ეძახდნენ. ბოსტონმა ის დრაფტზე მეშვიდე ნომრად 1962 წელს აიყვანა. მას შემდეგ მან სელტიკსთან ერთად რვაჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, 1974 წელს კი ფინალური სერიის ემ ვი პის (MVP) ტიტული მიანიჭეს.
მასზე მეტი საჩემპიონო ბეჭედი მხოლოდ მისვე თანაგუნდელებს, ბილ რასელსა და სემ ჯონსს აქვთ მოპოვებული.
It is with great sadness we have learned that Celtics Legend and Hall of Famer John Havlicek has passed away peacefully today at the age of 79. He will be dearly missed by his Celtics family.