ბოსტონის ლეგენდა ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)
ბოსტონის ლეგენდა ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოსტონის ლეგენდამ 16-წლიანი სპორტული კარიერა სელტიკსში გაატარა.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრ დიდ სპორტსმენს არ ჰქონია ისეთი კარიერა, როგორიც ჯონს. ის იყო ენ სი ეი ეის (NCAA) ჩემპიონი ოჰაიოს შტატიდან, რომელსაც ზედმეტსახელად ჰონდოს ეძახდნენ. ბოსტონმა ის დრაფტზე მეშვიდე ნომრად 1962 წელს აიყვანა. მას შემდეგ მან სელტიკსთან ერთად რვაჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, 1974 წელს კი ფინალური სერიის ემ ვი პის (MVP) ტიტული მიანიჭეს.

მასზე მეტი საჩემპიონო ბეჭედი მხოლოდ მისვე თანაგუნდელებს, ბილ რასელსა და სემ ჯონსს აქვთ მოპოვებული.