ბოსნიაში ვეტერანების საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა
ბოსნიაში ვეტერანების საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა

ბოსნიაში ვეტერანების საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. დემონსტრანტების წინააღმდე გამოიყენეს ცრელმსადენი აირიც.

სარაევოს ქუჩებში შეკრებილი მომიტინგეები ხელისუფლებისგან სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვდნენ.
ვეტერანებმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგვა სცადეს, რაშიც მას პოლიციამ შეუშალა ხელი. დააკავეს ორი მომიტინგე, ოთხი ოფიცერი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათზე მეტი დემონსტრანტი გაზით მოიწამლა და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ბოსნიელი ვეტერანები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ სოციალური დახმარების გაზრდას და დამატებითი შეღავათების დაწესებას.

თავდაპირველად მთავრობა ამ მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფრთხილების გამო, დაპირება არ შეასრულა.