ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში არჩევნები იმართება. ამომრჩევლები ფედერაციის სუბიექტების მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს აირჩევენ. მათ შორის ფედერაციის პრეზიდიუმის სამ წევრს. სულ არჩევნებში 72 პარტია და 39 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ამომრჩევლების აქტივობა დაბალი იქნება. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, საკუთარი არჩევანის გაკეთების სურვილი ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა გამოხატა.
„როიტერსის“ ცნობით, წინასაარჩვენო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლები არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ. ამასთან, ისმოდა აგრესიული რიტორიკა და ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით ძალადობის შემთხვევებსაც.
სულ ბოსნიასა და ჰერცეგოვინას არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. არჩევნების წინასწარი შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.