ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას ტრაგედიის 23-ე წლისთავი აღინიშნება
ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას ტრაგედიის 23-ე წლისთავი აღინიშნება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას ტრაგედიის 23-ე წლისთავი აღინიშნება. ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მემორიალთან წარწერებია გამოკრული „არასდროს დავივიწყებთ“.

ტრაგედიის დღეს, ბოლო დროს იდენტიფიცირებულ 35 ადამიანს დაკრძალავენ.

1995 წლის ივლისში, ბოსნიელი სერბების სამხედრო ჯგუფებმა სრებრენიცაში 8 ათასი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. 1993 წელს სრებრენიცა გაეროს მიერ „უსაფრთხო ზონად“ იყო გამოცხადებული და ტერიტორიას ნიდერლანდების სამშვიდობოები იცავდნენ. სერბულ ძალებს გენერალი რადკო მლადიჩი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჰააგის სასამართლომ ბრალი გენოციდის მუხლით წაუყენა.