ბორტზე აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს
დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს. ამის მიზეზი ბორტზე შესაძლო აფეთქების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინება გახდა. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ირლანდიური ავიაკომპანიის, Aer Lingus-ის კუთვნილ Airbus A320-ზე, რომელიც ირლანდიის დედაქალაქიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაციას აკვირდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, 2 და 3 ნოემბერს ევროპის მასშტაბით ხუთ სხვადასხვა ავიარეისზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ხუთი შეტყობინება შევიდა. ოქტომბრის ბოლოს კი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო კიშინეუს აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.