„ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი გაწვრთნის
„ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი გაწვრთნის

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სათავეში 59 წლის სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი, სვის დე ბრუინი ჩაუდგება.

დე ბრუინმა სამწვრთნელო კარიერა დურბანში, „შარკს“-ის აკადემიაში დაიწყო. ის ამ კლუბის 21 წლამდელთა გუნდს 1996-1997 წლებში წვრთნიდა, ხოლო 1998 წელს ნათალისვაილდბისთზ“-ს ჩაუდგა სათავეში და გუნდი „ვოდაკომ ქაფის“ ნახევარფინალში გაიყვანა.

ამის შემდეგ, სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი „გრიქვაზ“-ის მწვრთნელი გახდა, რომელსაც ხუთი წლის მანძილზე, 2003 წლამდე წვრთნიდა და გუნდი ორჯერ (1999 და 2000 წლებში) „ვოდაქომ ქაფის“ ფინალშიც ათამაშა.

2001 წელს მან სამხრეთ აფრიკელთა 21 წლამდელთა გუნდი ჩაიბარა. 2004 წლიდან ის „შარქსში“ დაბრუნდა, სადაც კიდევ რვა სეზონი გაატარა, რის შემდეგაც იოჰანესბურგში დაფუძნებული კლუბი „გოლდენ ლაიონსი“ ჩაიბარა. პარალელურად, ის „ზე რაგბიში“ მოთამაშე „ლაიონსის“ მთავარი მწვრთნელის, ჯონაჰ აკერმანის ასისტენტადაც მუშაობდა. 2016 წლის „ზე რაგბის“ სეზონში, აკერმანმა და დე ბრუინმალაიონზი“ ტურნირის ფინალში გაიყვანეს, სადაც ახალ ზელანდიურ „ჰარიქეინზ“-სთან დათმეს მატჩი. 2017 წელს სეზონი იგივე სცენარით განვითარდა და „ლომებმა“ ჩემპიონობა „ქრუსეიდერზ“-ს დაუთმეს. მას შემდეგ, რაც 2018 წელს აკერმანი ინგლისურ კლუბ „გლოსტერ“-ში დასაქმდა, დე ბრუინილაიონზ“-ის მთავარი მწვრთნელი გახდა. 2018 წელს „ლაიონზ“-მა მორიგი ფინალი, კვლავ „ქრუსეიდერზ“-სთან დათმო.  2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინი სამხრეთ აფრიკულ „კინგზ“-ში დასაქმდა, რომელიც „პრო 14“-ში ასპარეზობს. იგი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2019 წლის 14 აგვისტომდე, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, კონსულტანტად მუშაობდა და დაკავებული პოსტი პირადი მიზეზების გამო დატოვა.

საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა – „ეროვნულ ნაკრებს სჭირდება მნიშვნელოვანი გადახალისება, რათა დაიწყოს შემტევი რაგბის თამაში. რა თქმა უნდა, იქნება ჩავარდნები, თუმცა მომდევნო მსოფლიო თასისთვის გვეყოლება თვისობრივად გადახალისებული მზარდი და ნებისმიერ დონეზე კონკურენტუნარიანი ნაკრები. სანაკრებო დონეზე საქართველოს რაგბის კავშირმა მოიძია სპეციალისტები და შეთანხმებას მიაღწია მაღალი დონის სამხრეთ აფრიკელ მწვრთნელ სვის დე ბრუინთან. თუკი სრკ-ს პრეზიდენტობის არჩევნებში გავიმარჯვებ, დე ბრუინის კანდიდატურას სრკ-ს გამგეობას წარვუდგენ და დამტკიცების შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი „ბორჯღალოსნებს“ მაისიდან შეუერთდება.“

გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ საკუთარ პროგრამას კლუბებს და ფართო საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს და დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი