ბორჯღალოსნებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში „დინამო არენაზე“ გამართეს (ფოტოამბავი)
ბორჯღალოსნებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში „დინამო არენაზე“ გამართეს (ფოტოამბავი)

დღეს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, მოგვიანებით კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მის ნაცვლად გუნდს მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი გაუძღვება.

მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის ხვალ, 31 აგვისტოს, 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.